FERIMED- ფერიმედი რკინის, თუთიისა და თაფლის ელექსირი

ინგრედიენტები:
აქტიური ინგრედიენტი: 5 მლ ელექსირი შეიცავს
რკინა(რკინის(III)-პიროფოსფატი) 9.12 მგ % RDI*
65
თუთია (თუთიის ოქსიდი) 2.94 მგ % RDI* 29
RDI* – რეკომენდებული დღიური დოზა

სხვა ინგრედიენტები: გამოხდილი წყალი; თაფლი; შემასქელებელი აგენტები: გლიცერინი, ქსანტინი; არომატი; კონსერვანტი: კალიუმის სორბატი;ლიმონმჟავა;ფერი: ბეტა კაროტინი.


რატომ არის რკინა მნიშვნელოვანი ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის?
რკინის ნაკლებობა ყველაზე ხშირად ანემიას იწვევს. ამ ტიპის ანემიას რკინადეფიციტურს, ანუ ერითროციტებში (სისხლის წითელი უჯრედები) რკინის მოცულობის შემცირებით გამოწვეულ ანემიას უწოდებენ. რკინადეფიციტური ანემიის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი არასრულფასოვანი კვებაა, როდესაც ბავშვი საკვებით არ იღებს საკმარისი ოდენობის რკინას ან როდესაც ჭარბი რაოდენობით იღებს ძროხის რძეს და შესაბამისად, ორგანიზმს ხელი ეშლება რკინის ათვისებაში. გარდა ამისა, ეს აისახება ჰემოგლობინზე, რომელიც ერითროციტების ნაწილს წარმოადგენს.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ანემია აქვს?

თუ ბავშვი ჯანმრთელია, მაგრამ ფერმკრთალი, ლორწოვანი გარსები კიდევ უფრო მკრთალი აქვს, ფრჩხილები ემსხვრევა და ტუჩის კუთხეებში პატარა ნახეთქები უჩნდება, ეს ყოველივე შესაძლოა ჩაითვალოს კვების ნაკლებობის (ანემიის) პირველ ხილულ ნიშნებად. ბავშვს, რომელსაც ანემია აღენიშნება, (ერითროციტებით გადატანილი) ჟანგბადის ნაკლებობის გამო შედარებით სუსტი იმუნიტეტი აქვს, სისუსტეს და დაღლილობას გრძნობს, ხოლო დიდხანს გაგრძელებულმა რკინის ნაკლებობამ შესაძლოა ბავშვის განვითარება და ზრდაც კი შეაფერხოს. მცირეწლოვნები ტირიან, ჭირვეულობენ, მოზრდილები კი თავის ტკივილს, თავბრუსხვევას უჩივიან და გაღიზიანებულები არიან.სკოლის ასაკის ბავშვებს ანემიის გამო ხშირად მეხიერებისა და კონცენტრაციის პრობლემებიც ექმნებათ. ზოგჯერ, რკინის დეფიციტი მადის დაქვეითებით გამოიხატება, ზოგ ბავშვს კი რძის მიღების სურვილი უძლიერდება. ჩამოთვლილი მხოლოდ რამდენიმე ნიშანს წარმოადგენს, დიაგნოზი კი აუცილებლად კომპეტენტურმა პირმა სისხლის ბიოქიმიური ანალიზის საფუძველზეუნდა დასვას.

რატომაა თუთია მნიშვნელოვანი?

თუთია აუცილებელი, ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც მრავალი პროტეინის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და, შესაბამისად, ზრდისა და განვითარებისთვისძალიან მნიშვნელოვანია. თუთიას ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს. იგი მოქმედებს, როგორც იმუნომოდილატორი და საჭიროა იმუნური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ თუთიის დამატება მნიშვნელოვნად ამცირებს სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევებს, ასტიმულირებს რა იმუნური სისტემის უჯრედებს, T ლიმფოციტებსა და NK უჯრედებს, რომლებიც ინფექციების პირველ საწინააღმდეგო კედელს წარმოადგენენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმევირუსულ ინფექციებს ეხება.

რკინის მიღების რეკომენდაციები:
ორგანიზმში რკინის დაბალი დონის სამედიცინო მკურნალობისა და პრევენციის რეკომენდაციები ჩვეულებრივ რკინის სულფატის მოხმარებას გულისხმობს. ამ გაიდლაინებთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემას წარმოადგენს აუტანლობა და კუჭ-ნაწილავის ტრაქტის გაღიზიანება (გულისრევა, ღებინება, დიარეა), ასევე, ორგანიზმში ამ ტიპის რკინის დაბალი ბიოლოგიური გამოყენებადობა, რომელსაც შედეგად პაციენტის შედარებით ნაკლები შემგუებლობამოაქვს, განსაკუთრებით, ბავშვებში.

ფერიმედი სწორი არჩევანია.!

ფერიმედის ელექსირი რკინით, თუთიითა და თაფლით ფორმულირებულია ინოვაციური ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც პირველად იაპონიაში შემუშავდა. ელექსირი შედგება წყალში უხსნადი რკინის ფორმისგან, რკინის პიროფოსფატისა და თუთიისგან, რომელიც ულტრათხელი ნაწილაკებითაა წარმოადგენილი.
ორი აქტიური ელემენტი ფორმულირებულია სუპერ დისპერსიული კვების მიწოდების სისტემით, რომელიც ქმნის მიკრონიზირებულ ნაწილაკებს, თითოს საშუალო ზომაა 0.3 მიკრონი, დამუშავებულია სპეციალური ემულგატორებით. აქვს დამცავი გარსი, რომელიც თხევად საშუალებაში მისი გახსნის შესაძლებლობას იძლევა.

ამ სისტემის დადებითი მხარეებია:
- მომატებული ბიო-მოხმარება და აქტიური ელემენტების
მუდმივი გამომუშავება
- კუჭ-ნაწილავის ტრაქტის ნაკლებად გაღიზიანება
- მოხმარების შემდგომ მეტალის გემოს არ ტოვებს
- პროდუქტის ფერს არ იცვლის
- სითბოსადმი, pH-ის, ჟანგბადის, მარილების მიმართ
სტაბილურია
- უსაფრთხოა ბავშვებისა და მოზრდილებისათვის

ფერიმედის ელექსირი რეკომენდებულია:
- ორგანიზმის მიერ საკვებიდან არასაკმარისი რაოდენობის რკინის შეწოვისას
- რკინის დიდი საჭიროებისას
- ზრდისა და განვითარების პროცესში
- რკინადეფიციტური ანემიის თერაპიისას დამხმარედ
- იმუნური სისტემის დამხმარედ

ხასიათდება კარგი ამტანობით
სასიამოვნო გემოთი
არ აფერადებს კბილებს
თუთიისა და თაფლის მეშვეობით აძლიერებს იმუნურ სისტემას

დოზირება და მიღების წესი:
3 წელზე უმცროსი ბავშვები: 5 მლ (1 სავსე ჩაის კოვზი) დღეში, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით.
3-12 წლის ბავშვები: 5 მლ (1 სავსე ჩაის კოვზი) 1-2 -ჯერ დღეში,ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით.
ფერიმედის ელექსირის შერევა შესაძლებელია წყალთან ან წვენთან. ელექსირის მისაღებად საუკეთესოა ჭამის შემდგომი პერიოდი. მიღების წინ შეანჯღრიეთ.

შენიშვნები:
საკვები დანამატები არ წარმოადგენს მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების, ან ცხოვრების ჯანსაღი წესის შემცვლელს. რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს.

გაითვალისწინეთ:რეკომენდებული არაა მათთვის, ვისაც პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ახასიათებს.

შენახვის წესი:
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და ბნელ ადგილას, 25 C ტემპერატურამდე, ბავშვებისგან შორს. ყოველი მოხმარების შემდგომ ფლაკონს თავი დაახურეთ.

ვარგისიანობა: 3 წელი

მწარმოებელი: ESENSA d.o.o., ვილინე ვოდეს ქ.ნომრის გარეშე, თავისუფალი ზონა, ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა

წარმოშობის ქვეყანა:სერბეთის რესპუბლიკა

www.esensa.rs