IMUNOBETA - იმუნობეტა β გლუკანის კაფსულები თუთიითა და C ვიტამინით.

ბეტა D გლუკანი, გამოცალკევებული კალმახა სოკოსგან
(PleorotusOstreatus) სტანდარტიზებული.

1 კაფსულა შეიცავს:
ბეტაგლუკანი 250 მგ.
ვიტამინი C (L-ასკორბინმჟავა) 60მგ(75%*).
თუთია (თუთიის ოქსიდის ფორმით) 5 მგ (50%*).

* რეკომენდებული დღიური დოზა (RDI)

სხვა ინგრედიენტები:კალმახა სოკოს მშრალი ექსტრაქტი (PleorotusOstreatus), L ასკორბინმჟავა, Sunactive ZN-P240 (თუთიის ოქსიდი,ემულგატორი- პოლიგლიცერინის ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერი,ლეციტინები;მალტოდექსტრინი),მოცულობისგამაძლიერებელი-მიკროკრისტალური ცელულოზა, შეცხობის საწინააღმდეგო აგენტები - სილიკონის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარიტი.

რას წარმოადგენს იმუნობეტა β- გლუკანის კაფსულები?

იმუნობეტა β- გლუკანის კაფსულები შეიცავს სრულიად ნატურალურ ბიოაქტიურ β –(1,3/1,6)-D-გლუკანს, რომელიც გამოცალკევებულია ხამანწკის სოკოსგან (PleorotusOstreatus), ასევე C ვიტამინსა და თუთიას.

β-გლუკანი მიეკუთვნება საკვები, წყალში ხსნადი ბოჭკოს ჯგუფს და დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმუნური სისტემის სტიმულირების უნარის გამო (იმუნომოდულატორული მოქმედება), იგი კარგი დამცავია სხვადასხვა ინფექციებისგან. დადასტურებულია, რომ გავლენას ახდენს ქოლესტერინის საერთო მოცულობასა და LDL ქოლესტერინის კლებაზე, GIT-ის (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და გლიკემიის ნორმალიზებაზე. β-გლუკანი ძალიან მნიშვნელოვანია ალერგიული რეაქციების სიმპტომთა შემცირებისათვის, იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია და კიბოს პრევენციის კარგი უნარით გამოირჩევა.

C ვიტამინი ყველაზე მნიშვნელოვანი წყალში ხსნადი ანტიოქსიდანტი და შემსუბუქების უნარის მქონე მძლავრი აგენტია. იგი ეხმარება იმუნურ სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებაში, უჯრედებს იცავს დაჟანგვისგან, ასევე გამოფიტვისა და გადაღლისგან და უშუალოდ იმ სიმპტომების შემსუბუქება-გაქრობაზე მოქმედებს, რაც ვირუსული და ბაქტერიული ინფექციის დროს იჩენს თავს.

რეკომენდებულია:
• იმუნური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
• ალერგიული რეაქციების ინტენსივობისა და ხანგრძლივობის შესამცირებლად, ასევე, ალერგენებისადმი ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობის შესამსუბუქებლად.
• ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის უნარის გასაუმჯობესებლად და რეაბილიტაციის პერიოდში.
• ხშირი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, სტრესის, არასრულფასოვანი და არარეგულარული კვების დროს .
• ქოლესტერინის საერთო მოცულობის შესამცირებლად, ასევე LDL-სა (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) და სისხლის შრატში ტრიგლიცერიდების შემცირების მიზნით.
• იმ ადამიანების ფიზიოლოგიური გლიკემიური პროფილის შესანარჩუნებლად, რომელთაც გლუკოზის მეტაბოლიზმის მხრივ პრობლემები აწუხებთ.
• როგორც ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი.


რეკომენდებულია:
7 წელზე უფროსი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის: 1-2 კაფსულა დღეში.

შენიშვნები:
დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს.
საკვები დანამატები მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას ვერ შეცვლის.

გახსოვდეთ:

პროდუქტი განკუთვნილი არ არის მცირეწლოვანი ბავშვებისათვის, ორსულთათვის, მეძუძური დედებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობით გამოირჩევიან.

შენახვის წესი:
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, 25°C-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისიანობა: 3 წელი.

მწარმოებელი:
ESENSA d.o.o.,ვილინე ვოდეს ქუჩა, ნომრის გარეშე, თავისუფალი ზონა, ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკაwww.esensa.rs

წარმოშობის ქვეყანა: სერბეთის რესპუბლიკა