IMUNOBETA -იმუნობეტა β-გლუკანის სიროფი C ვიტამინით 200 მლ

შემადგენლობა:
ბეტა D გლუკანი, გამოცალკევებული კალმახა სოკოსგან
(Pleorotus Ostreatus) 0.029 გ
C ვიტამინი (L-ასკორბინმჟავა) 10.0 მგ

სხვა ინგრედიენტები:გამოხდილი წყალი, ფრუქტოზა, გლიცერინი, შემასქელებელი (E415), კონსერვანტი (E 211), მარწყვის არომატი.

რას წარმოადგენს იმუნობეტა β- გლუკანის სიროფი?
იმუნობეტა β- გლუკანის სიროფი შეიცავს სრულიად ნატურალურ ბიოაქტიურ ბეტა-D-გლუკანს, რომელიც გამოცალკევებულია კალმახა სოკოსგან (Pleorotus Ostreatus), ასევე C ვიტამინს.

β-გლუკანი მიეკუთვნება საკვები, წყალში ხსნადი ბოჭკოს ჯგუფს და დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმუნური სისტემის სტიმულირებით (იმუნომოდულატორული მოქმედება), იგი კარგი დამცავია სხვადასხვა ინფექციებისგან. დადასტურებულია, რომ მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქოლესტერინის საერთო მოცულობასა და LDL ქოლესტერინის კლებაზე, GIT-ის (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და გლიკემიის ნორმალიზებაზე.

C ვიტამინი ყველაზე მნიშვნელოვანი წყალში ხსნადი ანტიოქსიდანტი და მძლავრი აგენტია. იგი ეხმარება იმუნურ სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებაში,უჯრედებს იცავს სტრესისგან, ასევე გამოფიტვისა და გადაღლისგან. იგი პირდაპირ მოქმედებს იმ სიმპტომების შემსუბუქება-გაქრობაზე, რაც ვირუსული და ბაქტერიული ინფექციის დროს იჩენს თავს.

პროდუქტის მიღება რეკომენდებულია:
3 წელზე უფროსი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.
სხეულის ყოველ 5 კილოგრამზე გათვლილია 1 მლ სიროფის მიღება დღეში ერთხელ, 2-დან 4 კვირამდე.
გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.
სიროფი მიიღეთ უზმოზე ძილის წინ, საღამოს, ან დილით.
შენიშვნები:
დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს.
საკვები დანამატები მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას ვერ შეცვლის.

გახსოვდეთ:
პროდუქტი განკუთვნილი არ არის 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
იმ ადამიანებისთვის, რომელთაც პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ახასიათებთ.
პროდუქტი განკუთვნილი არ არის ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის ექიმის უშუალო კონსულტაციის გარეშე.

შენახვის წესები:
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე! 5 - 25°C ტემპერატურაზე, ნესტისა და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
გახსნის შემდგომ, სიროფი შეინახეთ მაცივარში 2 - 8°C ტეპერატურაზე და გამოიყენეთ ორი თვის განმავლობაში.

ვარგისიანობა: 3 წელი.

შეფუთვა:. 200 მლ-იანი მინის ბოთლი სიროფით.

მწარმოებელი:
ESENSA d.o.o.,ვილინე ვოდეს ქუჩა, ნომრის გარეშე, თავისუფალი ზონა, ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა www.esensa.rs