EsenBak kolik 0+ ესენბაკ კოლიკ პრობიოტური წვეთები 0+ – 10 მლ

პრობიოტური წვეთები დაპატენტებული ბაქტერიის 2 სახეობით 3.00 x 1011 CFU/g კონცენტრაციით

 განკუთვნილია ჩვილებისა და მცირეწლოვნებისთვის
მონელების პრობლემების დროს (სპაზმები,
ტკივილი,მეტეორიზმი, გაზები)
 დიარეის შემთხვევაში (მგზავრობის დროს დიარეა, დიარეა
ანტიბიოტიკებით მკურნალობის პროცესში და მის შემდგომ

შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტი:AB-COL-S პრობიოტური სახეობები
Pediococcuspentosaceus CECT 8330.
Bifidobacteriumlongum CECT 7894.
რა არის ესენბაკ კოლიკის პრობიოტური წვეთები 0+ და რისთვისაა განკუთვნილი?

ესენ ბაკ კოლიკ პრობიოტური წვეთები 0+ ორი კონკრეტული პრობიოტური სახეობის გულდასმით შერჩეულ კომბინაციას წარმოადგენს. ეს სახეობები ჩვილის მომნელებელი ტრაქტის პრობიოტიკების იდენტურია. ორივე პრობიოტიკი სასარგებლო გავლენას ახდენს ჩვილის ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ამცირებს მტკივნეულ სპაზმებს. შებერილობას და პატარა პირველ თვეებში ბევრს აღარ ტირის. ესენბაკ კოლიკ პრობიოტური წვეთები 0+-ის ორკვირიანი გამოყენების შემდგომ სპაზმებით გამოწვეული ჭირვეულობა შემცირდა 67%-ით .

პრობიოტიკების ტიპები: Pediococcus pentosaceus და Bifidobacterium longum მიეკუთვნება გრამ-დადებითი ბაქტერიების ჯგუფს. რომლებიც ააქტივებენ ფერმენტებს, ხელს უწყობენ შაქრის ფერმენტაციის პროცესს.რის შედეგადაც წარმოიქმნება საბოლოო პროდუქტი რძემჟავა. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას, მათი ეფექტურობა შენარჩუნებულია 95%-ით. ერთობლივი ეფექტით კი, ეს ბაქტერიები ხელს უშლის ნაწლავური ფლორის დარღვევას.

როგორც ჰომოფერმენტული სახეობები, ისინი არ გამოიმუშავებენ ნაშირბადის დიოქსიდს და ეთანოლს ფერმენტაციის პროცესში. Pediococcus და Bifidobacterium კუჭის მჟავიანობის ეფექტისადმი რეზისტენტობით გამოირჩევიან. აქვთ ანტაგონისტური მოქმედება პათოგენურ ბაქტერიებზე .

Pediococcus pentosaceus ხასიათდება IL-10. ანთების საწინააღმდეგო ციტოკინის გამომუშავების სტიმულირებით, რაც მას მნიშვნელოვან ბუნებრივი დამცავ ფაქტორად აქცევს.

Bifidobacterium longum წარმოადგენს დედის რძეში შემავალ სახეობას და პირველ მიკრობს, რომელიც ჩვილის მომნელებელ ტრაქტში ბინადრობს. ეს ძალიან სასარგებლო პრობიოტიკები ხელს უშლიან მავნე ბაქტერიების ზრდას და აძლიერებენ იმუნურ სისტემას.

როდის არის რეკომენდებული ესენბაკ კოლიკ პრობიოტური წვეთები 0+ -ის გამოყენება:
კუჭ-ნაწილავის ტრაქტში მიკროორგანიზმების ჩამოყალიბება დაბადებისთანავე იწყება. ამაზე გავლენას ახდენს დაბადების პროცესი (საკეისრო კვეთა), საკვები (დედის რძე ან ხელოვნური რძე). ბუნებრივი მიკროორგანიზმების მცირე რაოდენობის გამო, ჩვილს მონელება უჭირს. ესენბაკ კოლიკ პრობიოტური წვეთები 0+ -ის მუდმივი გამოყენება არეგულირებს მჟავურ ბალანსს, რაც საჭიროა ნაწლავური ენზიმების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

დოზა და გამოყენება:
ჩვილები და მცირეწლოვნები: 15 წვეთი დღეში, დღეში ერთხელ კვებისგან დამოუკიდებლად.
წვეთების მიღება შესაძლებელია ცალკე, ან საკვებსა თუ სასმელში გარევის გზით (წყალი, ჩაი, წვენი, რძე).
ნუ ჩაასხამთ ცხელ სითხეებში. ფლაკონი შეანჯღრიეთ გამოყენებამდე, ვიდრე ნალექი არ გაიფანტება. ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს, რეკომენდებულია მისი მიღება ანტიბიოტიკის დალევამდე 2 საათით ადრე ან დალევის შემდეგ 2 საათში.

შენიშვნები:
რეკომენდებული დღიური დოზის გადამეტება არ უნდა მოხდეს.
საკვები დანამატები მრავალფეროვანი და ბალანსირებული
დიეტის შემცვლელად არ გამოიყენება.
ზეთოვნება ბუნებრივი ინგრედიენტებითაა გამოწვეული.

გაფრთხილება: პროდუქტი არ უნდა მიიღონ მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებმა.

შენახვის წესები:
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და ბნელ ადგილას. 25° C ტემპერატურამდე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდგომ პროდუქტი ვარგისია 30 დღის განმავლობაში.
შესაძლებელია მისი ოთახის ტემპერატურაზე შენახვა.

შეფუთვა: 10 მლ.

ვარგისიანობა: 2წელი.

პროდუქტი რეგისტრირებულია სერბეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნომრით: 7906/2015, 2016 წლის 13 იანვარს.

მწარმოებელი:წარმოებულია ESENSA d.o.o.-სთვის, ვილინე ვოდეს ქ. ნომრის გარეშე. ბელგრადის თავისუფალი ზონა, სერბეთის რესპუბლიკა

www.esensa.rs