GUMEDICI – გუმედიცი ვიტამინებით და მინერალებით.

შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომელიც მონაწილეობს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებაში, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ასევე იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.

შემადგენლობა:
1საღეჭი დათუნია (2გ) საშუალოდ შეიცავს:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) 300mg RE
ვიტამინი C (L-ასკორბინმჟავა) 9mg
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) 0.75 mg
ვიტამინი E (DL-ტოკოფეროლის აცეტატი) 5 mg α-TE
ვიტამინი B6 (პიროქსიდინის ჰიდროქლორიდი) 0.35 mg
ფოლიუმის მჟავა (ფოლისმჟავა) 120 mg
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 2 mg
ბიოტინი (D-ბიოტინი) 30 mg
ვიტამინი B5 (კალციუმ-D-ს პანტოთენატი)2.5 mg
იოდი (კალიუმის იოდიდი) 18.5 mg
თუთია (თუთიის ციტრატი) 1.1 mg
ქოლინი (ქოლინისმჟავა მარილი) 5 mg
ინოზიტოლი 5 mg
კვებითი ინფორმაცია: 1 საღეჭი დათუნია(2გ) საშუალოდ შეიცავს:
ენერგეტიკული ღირებულებაკჯ (კკალ) 31.1
პროტეინები (გ) 0.006
ცხიმები(გ) 0.004
ნახშირწყლები (გ) 1.81
*RDI – რეკომენდებული დღიური დოზა

სხვა ინგრედიენტები: შაქარი, სიმინდის სახამებელი, ვაშლის კონცენტრირებული წვენი, პექტინი, ლიმონმჟავა, მჟავიანობის მარეგულირებელი: E 331, ბუნებრივი არომატები: ფორთოხალი,ჟოლო, ლიმონი, მარწყვი, ბუნებრივი საღებავი: E 160a, E 163.შენიშვნები: საკვები დანამატები მრავალფეროვანი კვების შემცვლელად ვერ გამოდგება. რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს. გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქციები, რომლებიც მითითებულია შეფუთვაზე. ნუ გამოიყენებთ პროდუქტს მოხმარების ვადის ამოწურვის შემდგომ.

გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილი არ არის მათთვის, ვისაც მისი რომელიმე ინგრედიენტისადმი მომატებული მგრძნობელობა ახასიათებს. ასევე, რეკომენდებული არაა ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის. პრეპარატი მიზანშეწონილი არ არის 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის მშობლების ზედამხედველობის გარეშე, მისი გადაცდენისა და დახრჩობის საფრთხის გამო.

შენახვის წესი: შეინახეთ პროდუქტი 25°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, ბავშვებისგან შორს. გამოყენების შემდგომ კარგად დაახურეთ ბოთლს თავსახური. არ გამოიყენოთ პროდუქტი იმ შემთხვევაში, თუ თავსახური დაზიანებულია.

სერიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
პროდუქტი რეგისტრირებულია სერბეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს რეესტრში
გადაწყვეტილების ნომერი: 5842/2014 , თარიღი: 07 October 2014

საკვები პროდუქტი, საკვები დანამატი
შაქრით
სუფთა ოდენობა: 120 გ

GUMEDICI -გუმედიცი კალციუმითა და D ვიტამინით

კალციუმი და D ვიტამინი საჭიროა ბავშვის ნორმალური ზრდისა და ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის

შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტები: 1 საღეჭი დათუნია (2გ) საშუალოდ შეიცავს:
კალციუმი (კალციუმის ჰიდროგენის ფოსფატი)--80 მგ
D ვიტამინი (ქოლკალციფეროლი) 2 მკგ.

*RDI – რეკომენდებული დღიური დოზა 3 საღეჭი დათუნია .


3ხვა ინგრედიენტები: შაქარი, სიმინდის სახამებელი, გლუკოზა, პექტინი, ლიმონმჟავა, მჟავიანობის მარეგულირებელი: E 331, ბუნებრივი არომატები: მილქშეიკი და მარწყვი, ბუნებრივი საღებავი: E 163.

დოზირება და გამოყენება: 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 საღეჭი დათუნია დღეში 3-ჯერ.

შენიშვნები: საკვები დანამატები მრავალფეროვანი კვების შემცვლელად ვერ გამოდგება. რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს. გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქციები, რომლებიც მითითებულია შეფუთვაზე. ნუ გამოიყენებთ პროდუქტს მოხმარების ვადის ამოწურვის შემდგომ.

გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილი არ არის მათთვის, ვისაც მისი რომელიმე ინგრედიენტისადმი მომატებული მგრძნობელობა ახასიათებს. ასევე, რეკომენდებული არაა ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის. პრეპარატი მიზანშეწონილი არ არის 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის მშობლების ზედამხედველობის გარეშე, მისი გადაცდენისა და დახრჩობის საფრთხის გამო.

შენახვის წესი: შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, ბავშვებისგან შორს. გამოყენების შემდგომ კარგად დაახურეთ ბოთლს თავსახური. არ გამოიყენოთ პროდუქტი იმ შემთხვევაში, თუ თავსახური დაზიანებულია.

FERIMED- ფერიმედი რკინის, თუთიისა და თაფლის ელექსირი

ინგრედიენტები:
აქტიური ინგრედიენტი: 5 მლ ელექსირი შეიცავს
რკინა(რკინის(III)-პიროფოსფატი) 9.12 მგ % RDI*
65
თუთია (თუთიის ოქსიდი) 2.94 მგ % RDI* 29
RDI* – რეკომენდებული დღიური დოზა

სხვა ინგრედიენტები: გამოხდილი წყალი; თაფლი; შემასქელებელი აგენტები: გლიცერინი, ქსანტინი; არომატი; კონსერვანტი: კალიუმის სორბატი;ლიმონმჟავა;ფერი: ბეტა კაროტინი.


რატომ არის რკინა მნიშვნელოვანი ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის?
რკინის ნაკლებობა ყველაზე ხშირად ანემიას იწვევს. ამ ტიპის ანემიას რკინადეფიციტურს, ანუ ერითროციტებში (სისხლის წითელი უჯრედები) რკინის მოცულობის შემცირებით გამოწვეულ ანემიას უწოდებენ. რკინადეფიციტური ანემიის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი არასრულფასოვანი კვებაა, როდესაც ბავშვი საკვებით არ იღებს საკმარისი ოდენობის რკინას ან როდესაც ჭარბი რაოდენობით იღებს ძროხის რძეს და შესაბამისად, ორგანიზმს ხელი ეშლება რკინის ათვისებაში. გარდა ამისა, ეს აისახება ჰემოგლობინზე, რომელიც ერითროციტების ნაწილს წარმოადგენს.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ანემია აქვს?

თუ ბავშვი ჯანმრთელია, მაგრამ ფერმკრთალი, ლორწოვანი გარსები კიდევ უფრო მკრთალი აქვს, ფრჩხილები ემსხვრევა და ტუჩის კუთხეებში პატარა ნახეთქები უჩნდება, ეს ყოველივე შესაძლოა ჩაითვალოს კვების ნაკლებობის (ანემიის) პირველ ხილულ ნიშნებად. ბავშვს, რომელსაც ანემია აღენიშნება, (ერითროციტებით გადატანილი) ჟანგბადის ნაკლებობის გამო შედარებით სუსტი იმუნიტეტი აქვს, სისუსტეს და დაღლილობას გრძნობს, ხოლო დიდხანს გაგრძელებულმა რკინის ნაკლებობამ შესაძლოა ბავშვის განვითარება და ზრდაც კი შეაფერხოს. მცირეწლოვნები ტირიან, ჭირვეულობენ, მოზრდილები კი თავის ტკივილს, თავბრუსხვევას უჩივიან და გაღიზიანებულები არიან.სკოლის ასაკის ბავშვებს ანემიის გამო ხშირად მეხიერებისა და კონცენტრაციის პრობლემებიც ექმნებათ. ზოგჯერ, რკინის დეფიციტი მადის დაქვეითებით გამოიხატება, ზოგ ბავშვს კი რძის მიღების სურვილი უძლიერდება. ჩამოთვლილი მხოლოდ რამდენიმე ნიშანს წარმოადგენს, დიაგნოზი კი აუცილებლად კომპეტენტურმა პირმა სისხლის ბიოქიმიური ანალიზის საფუძველზეუნდა დასვას.

რატომაა თუთია მნიშვნელოვანი?

თუთია აუცილებელი, ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც მრავალი პროტეინის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და, შესაბამისად, ზრდისა და განვითარებისთვისძალიან მნიშვნელოვანია. თუთიას ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს. იგი მოქმედებს, როგორც იმუნომოდილატორი და საჭიროა იმუნური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ თუთიის დამატება მნიშვნელოვნად ამცირებს სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევებს, ასტიმულირებს რა იმუნური სისტემის უჯრედებს, T ლიმფოციტებსა და NK უჯრედებს, რომლებიც ინფექციების პირველ საწინააღმდეგო კედელს წარმოადგენენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმევირუსულ ინფექციებს ეხება.

რკინის მიღების რეკომენდაციები:
ორგანიზმში რკინის დაბალი დონის სამედიცინო მკურნალობისა და პრევენციის რეკომენდაციები ჩვეულებრივ რკინის სულფატის მოხმარებას გულისხმობს. ამ გაიდლაინებთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემას წარმოადგენს აუტანლობა და კუჭ-ნაწილავის ტრაქტის გაღიზიანება (გულისრევა, ღებინება, დიარეა), ასევე, ორგანიზმში ამ ტიპის რკინის დაბალი ბიოლოგიური გამოყენებადობა, რომელსაც შედეგად პაციენტის შედარებით ნაკლები შემგუებლობამოაქვს, განსაკუთრებით, ბავშვებში.

ფერიმედი სწორი არჩევანია.!

ფერიმედის ელექსირი რკინით, თუთიითა და თაფლით ფორმულირებულია ინოვაციური ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც პირველად იაპონიაში შემუშავდა. ელექსირი შედგება წყალში უხსნადი რკინის ფორმისგან, რკინის პიროფოსფატისა და თუთიისგან, რომელიც ულტრათხელი ნაწილაკებითაა წარმოადგენილი.
ორი აქტიური ელემენტი ფორმულირებულია სუპერ დისპერსიული კვების მიწოდების სისტემით, რომელიც ქმნის მიკრონიზირებულ ნაწილაკებს, თითოს საშუალო ზომაა 0.3 მიკრონი, დამუშავებულია სპეციალური ემულგატორებით. აქვს დამცავი გარსი, რომელიც თხევად საშუალებაში მისი გახსნის შესაძლებლობას იძლევა.

ამ სისტემის დადებითი მხარეებია:
- მომატებული ბიო-მოხმარება და აქტიური ელემენტების
მუდმივი გამომუშავება
- კუჭ-ნაწილავის ტრაქტის ნაკლებად გაღიზიანება
- მოხმარების შემდგომ მეტალის გემოს არ ტოვებს
- პროდუქტის ფერს არ იცვლის
- სითბოსადმი, pH-ის, ჟანგბადის, მარილების მიმართ
სტაბილურია
- უსაფრთხოა ბავშვებისა და მოზრდილებისათვის

ფერიმედის ელექსირი რეკომენდებულია:
- ორგანიზმის მიერ საკვებიდან არასაკმარისი რაოდენობის რკინის შეწოვისას
- რკინის დიდი საჭიროებისას
- ზრდისა და განვითარების პროცესში
- რკინადეფიციტური ანემიის თერაპიისას დამხმარედ
- იმუნური სისტემის დამხმარედ

ხასიათდება კარგი ამტანობით
სასიამოვნო გემოთი
არ აფერადებს კბილებს
თუთიისა და თაფლის მეშვეობით აძლიერებს იმუნურ სისტემას

დოზირება და მიღების წესი:
3 წელზე უმცროსი ბავშვები: 5 მლ (1 სავსე ჩაის კოვზი) დღეში, ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით.
3-12 წლის ბავშვები: 5 მლ (1 სავსე ჩაის კოვზი) 1-2 -ჯერ დღეში,ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით.
ფერიმედის ელექსირის შერევა შესაძლებელია წყალთან ან წვენთან. ელექსირის მისაღებად საუკეთესოა ჭამის შემდგომი პერიოდი. მიღების წინ შეანჯღრიეთ.

შენიშვნები:
საკვები დანამატები არ წარმოადგენს მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების, ან ცხოვრების ჯანსაღი წესის შემცვლელს. რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს.

გაითვალისწინეთ:რეკომენდებული არაა მათთვის, ვისაც პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ახასიათებს.

შენახვის წესი:
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და ბნელ ადგილას, 25 C ტემპერატურამდე, ბავშვებისგან შორს. ყოველი მოხმარების შემდგომ ფლაკონს თავი დაახურეთ.

ვარგისიანობა: 3 წელი

მწარმოებელი: ESENSA d.o.o., ვილინე ვოდეს ქ.ნომრის გარეშე, თავისუფალი ზონა, ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა

წარმოშობის ქვეყანა:სერბეთის რესპუბლიკა

www.esensa.rs

IMUNOBETA - იმუნობეტა β გლუკანის კაფსულები თუთიითა და C ვიტამინით.

ბეტა D გლუკანი, გამოცალკევებული კალმახა სოკოსგან
(PleorotusOstreatus) სტანდარტიზებული.

1 კაფსულა შეიცავს:
ბეტაგლუკანი 250 მგ.
ვიტამინი C (L-ასკორბინმჟავა) 60მგ(75%*).
თუთია (თუთიის ოქსიდის ფორმით) 5 მგ (50%*).

* რეკომენდებული დღიური დოზა (RDI)

სხვა ინგრედიენტები:კალმახა სოკოს მშრალი ექსტრაქტი (PleorotusOstreatus), L ასკორბინმჟავა, Sunactive ZN-P240 (თუთიის ოქსიდი,ემულგატორი- პოლიგლიცერინის ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერი,ლეციტინები;მალტოდექსტრინი),მოცულობისგამაძლიერებელი-მიკროკრისტალური ცელულოზა, შეცხობის საწინააღმდეგო აგენტები - სილიკონის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარიტი.

რას წარმოადგენს იმუნობეტა β- გლუკანის კაფსულები?

იმუნობეტა β- გლუკანის კაფსულები შეიცავს სრულიად ნატურალურ ბიოაქტიურ β –(1,3/1,6)-D-გლუკანს, რომელიც გამოცალკევებულია ხამანწკის სოკოსგან (PleorotusOstreatus), ასევე C ვიტამინსა და თუთიას.

β-გლუკანი მიეკუთვნება საკვები, წყალში ხსნადი ბოჭკოს ჯგუფს და დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმუნური სისტემის სტიმულირების უნარის გამო (იმუნომოდულატორული მოქმედება), იგი კარგი დამცავია სხვადასხვა ინფექციებისგან. დადასტურებულია, რომ გავლენას ახდენს ქოლესტერინის საერთო მოცულობასა და LDL ქოლესტერინის კლებაზე, GIT-ის (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და გლიკემიის ნორმალიზებაზე. β-გლუკანი ძალიან მნიშვნელოვანია ალერგიული რეაქციების სიმპტომთა შემცირებისათვის, იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია და კიბოს პრევენციის კარგი უნარით გამოირჩევა.

C ვიტამინი ყველაზე მნიშვნელოვანი წყალში ხსნადი ანტიოქსიდანტი და შემსუბუქების უნარის მქონე მძლავრი აგენტია. იგი ეხმარება იმუნურ სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებაში, უჯრედებს იცავს დაჟანგვისგან, ასევე გამოფიტვისა და გადაღლისგან და უშუალოდ იმ სიმპტომების შემსუბუქება-გაქრობაზე მოქმედებს, რაც ვირუსული და ბაქტერიული ინფექციის დროს იჩენს თავს.

რეკომენდებულია:
• იმუნური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
• ალერგიული რეაქციების ინტენსივობისა და ხანგრძლივობის შესამცირებლად, ასევე, ალერგენებისადმი ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობის შესამსუბუქებლად.
• ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის უნარის გასაუმჯობესებლად და რეაბილიტაციის პერიოდში.
• ხშირი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, სტრესის, არასრულფასოვანი და არარეგულარული კვების დროს .
• ქოლესტერინის საერთო მოცულობის შესამცირებლად, ასევე LDL-სა (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) და სისხლის შრატში ტრიგლიცერიდების შემცირების მიზნით.
• იმ ადამიანების ფიზიოლოგიური გლიკემიური პროფილის შესანარჩუნებლად, რომელთაც გლუკოზის მეტაბოლიზმის მხრივ პრობლემები აწუხებთ.
• როგორც ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი.


რეკომენდებულია:
7 წელზე უფროსი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის: 1-2 კაფსულა დღეში.

შენიშვნები:
დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს.
საკვები დანამატები მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას ვერ შეცვლის.

გახსოვდეთ:

პროდუქტი განკუთვნილი არ არის მცირეწლოვანი ბავშვებისათვის, ორსულთათვის, მეძუძური დედებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობით გამოირჩევიან.

შენახვის წესი:
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, 25°C-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისიანობა: 3 წელი.

მწარმოებელი:
ESENSA d.o.o.,ვილინე ვოდეს ქუჩა, ნომრის გარეშე, თავისუფალი ზონა, ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკაwww.esensa.rs

წარმოშობის ქვეყანა: სერბეთის რესპუბლიკა

IMUNOBETA -იმუნობეტა β-გლუკანის სიროფი C ვიტამინით 200 მლ

შემადგენლობა:
ბეტა D გლუკანი, გამოცალკევებული კალმახა სოკოსგან
(Pleorotus Ostreatus) 0.029 გ
C ვიტამინი (L-ასკორბინმჟავა) 10.0 მგ

სხვა ინგრედიენტები:გამოხდილი წყალი, ფრუქტოზა, გლიცერინი, შემასქელებელი (E415), კონსერვანტი (E 211), მარწყვის არომატი.

რას წარმოადგენს იმუნობეტა β- გლუკანის სიროფი?
იმუნობეტა β- გლუკანის სიროფი შეიცავს სრულიად ნატურალურ ბიოაქტიურ ბეტა-D-გლუკანს, რომელიც გამოცალკევებულია კალმახა სოკოსგან (Pleorotus Ostreatus), ასევე C ვიტამინს.

β-გლუკანი მიეკუთვნება საკვები, წყალში ხსნადი ბოჭკოს ჯგუფს და დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმუნური სისტემის სტიმულირებით (იმუნომოდულატორული მოქმედება), იგი კარგი დამცავია სხვადასხვა ინფექციებისგან. დადასტურებულია, რომ მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქოლესტერინის საერთო მოცულობასა და LDL ქოლესტერინის კლებაზე, GIT-ის (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და გლიკემიის ნორმალიზებაზე.

C ვიტამინი ყველაზე მნიშვნელოვანი წყალში ხსნადი ანტიოქსიდანტი და მძლავრი აგენტია. იგი ეხმარება იმუნურ სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებაში,უჯრედებს იცავს სტრესისგან, ასევე გამოფიტვისა და გადაღლისგან. იგი პირდაპირ მოქმედებს იმ სიმპტომების შემსუბუქება-გაქრობაზე, რაც ვირუსული და ბაქტერიული ინფექციის დროს იჩენს თავს.

პროდუქტის მიღება რეკომენდებულია:
3 წელზე უფროსი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.
სხეულის ყოველ 5 კილოგრამზე გათვლილია 1 მლ სიროფის მიღება დღეში ერთხელ, 2-დან 4 კვირამდე.
გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.
სიროფი მიიღეთ უზმოზე ძილის წინ, საღამოს, ან დილით.
შენიშვნები:
დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს.
საკვები დანამატები მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას ვერ შეცვლის.

გახსოვდეთ:
პროდუქტი განკუთვნილი არ არის 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
იმ ადამიანებისთვის, რომელთაც პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ახასიათებთ.
პროდუქტი განკუთვნილი არ არის ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის ექიმის უშუალო კონსულტაციის გარეშე.

შენახვის წესები:
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე! 5 - 25°C ტემპერატურაზე, ნესტისა და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
გახსნის შემდგომ, სიროფი შეინახეთ მაცივარში 2 - 8°C ტეპერატურაზე და გამოიყენეთ ორი თვის განმავლობაში.

ვარგისიანობა: 3 წელი.

შეფუთვა:. 200 მლ-იანი მინის ბოთლი სიროფით.

მწარმოებელი:
ESENSA d.o.o.,ვილინე ვოდეს ქუჩა, ნომრის გარეშე, თავისუფალი ზონა, ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა www.esensa.rs

EsenBak s. boulardii Forte ––სინბიოტიკი

ესენბაკ S. Boulardii ფორტე
აქტიური ფორმულა:
7.5 მილიარდი CFU პრობიოტური ბაქტერია+5 მილიარდი CFU (250 მგ) Saccharomyces boulardii +ინულინი.
1 კაფსულის საშუალო წონა: 481.5mg

Saccharomyces boulardii 250მგ 5x109
inulin 100მგ
Bifidobacterium longum 15 mg 1.5x109
Lactobacillus acidophilus 7.5 mg 1.5x109
Lactobacillus rhamnosus 5.0 mg 1.5x109
Bifidobacterium breve 5.0 mg 1.5x109
Lactobacillus plantarum 3.0 mg 1.5x109

სხვა ინგრედიენტები: კაფსულის გარსი: ჟელატინი; სახამებელი; შეწებების საწინააღმდეგო აგენტები: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

რა არის პრობიოტიკები, პრებიოტიკები და სინბიოტიკები?
პრობიოტიკები ცოცხალ მიკროორგანიზმებს, ე.წ. კარგ ბაქტერიებს წარმოადგენს, რომლებსაც სწორი მოცულობით მოხმარებისას, ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებით შედეგს ახდენს. ისინი ნაწლავებში ბინადრობენ და ბუნებრივი ნაწლავური ფლორის ნაწილს წარმოადგენენ.

პრობიოტიკებს ახასითებთ ანტიმიკრობული, იმუნომოდულატორული, ანტიკანცეროგენული, ანტიდიარეული, ანტიალერგიული და ანტიოქსიდანტური ეფექტი.

Bifidobacterium longum და Bifidobacterium breve მუდამ ბინადრობენ ადამიანის მსხვილ ნაწლავში და მიეკუთვნებიან გრამდადებით ანაერობულ ბაქტერიებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ძმარმჟავასა და რძემჟავას CO2 -ის წარმოშობის გარეშე და შესაბამისად, ამცირებენ ნაწლავებში გაზების რაოდენობას. Bifidobacterium longum-ს ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს, რომელიც ლორწოვან უჯრედებს ტოქსინებისგან იცავს. ესეც პრობიოტიკია, რომელიც წარმოდგენილია დედის რძეში და ერთ-ერთია, რომელიც ჩვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბინავდება. მის რაოდენობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მაგალითად, კვება, ანტიბიოტიკების მიღება და სტრესი. Lactobacillus acidophilus, L. rhamnosus, L. Plantarum წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და საშოს ბინადარს. იგი გრამდადებითია, არარეგულარულად ანაერობული, მიეკუთვნება რძემჟავა ბაქტერიების ჯგუფს. კვლევებით დადგენილია დადებითი შედეგები Lactobacillus rhamnosus-ის გამოყენებისას ალერგიისკენ მიდრეკილ ადამიანებში, მაშინ, როდესაც Lactobacillus plantarum -ს ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს და სასარგებლოა ნაწლავური ტრაქტის ფუნქციონირებისთვის, ხელს უშლის ნაწლავური ბაქტერიებით გამოწვეული გაზების წარმოქმნას და ასევე ეფექტურია იმ პაციენტებში, რომელთაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აწუხებთ.

პრობიოტიკებისგან განსხვავებით, პრებიოტიკები ცოცხალი ორგანიზმები არ არიან. მათი დაშლა იწყება მხოლოდ მსხვილ ნაწილავში და დაშლის შედეგად მიღებული პროდუქტები ხელს უწყობს ნორმალური ნაწლავური ფლორის ზრდას. ყველაზე ცნობილი პრებიოტიკი არის ინულინი (inulin) რომელიც პოლისაქარიდსწარმოადგენს. იგი შედგება D ფრუქტოზასა და D გლუკოზას მცირე რაოდენობისაგან. ინულინს სტიმულაციური ეფექტი აქვს ბიფიდობაქტერიების ზრდის მხრივ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პრობიოტიკების ზრდას ასტიმულირებს.

პრობიოტიკისა და პრებიოტიკის კომბინაციას სინბიოტიკი ეწოდება. პრებიოტიკები ზრდის პრობიოტიკების ეფექტურობას, აძლევს რა გარკვეულ ,,საკვებ’’ ნივთიერებას პრობიოტურ მიკროორგანიზმებს.

ანტიბიოტიკების მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნორმალური ნაწლავური ფლორის რღვევა, ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გაანადგურონ კარგი ნაწლავური ბაქტერიები და გზა დაუთმონ პათოგენურ ბაქტერიებს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა დიარეა გამოიწვიოს. ამიტომ, რეკომენდებულია სიმბიოტიკების გამოყენება ნორმალური ნაწლავური ფლორის აღდგენის მიზნით.
რა არის Saccharomyces boulardii?

ეს საფუარის ტროპიკული საახეობაა, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე იზრდება. უნარი აქვს, პათოგენური ბაქტერიები და მათი ტოქსინები ზედაპირზე ამოიტანოს და ხელი შეუწყოს მათ მოცილებას ორგანიზმიდან. S. Boulardii ხელს უშლის პათოგენების დამკვიდრებას ნაწლავის კედელზე და ტოქსიკური ეფექტის წარმოქმნას, რომელიც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა, ღებინება. S. Boulardii უპირატესობა ისაა, რომ იგი პრობიოტური საფუარია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სოკოა და შესაბამისად, ებრძვის ანტიბიოტიკებით გამოწვეულ გაღიზიანებას ნაწლავში და მის ეფექტსაც არ ასუსტებს.

ესენბაკ S. Boulardii ფორტე:
5 სახეობის ბაქტერიის აქტიური ფორმულა, ბულარდის
საქარომიცეტა და პრებიოტური ინულინი.

 მარტივი დოზირება, დღეში მხოლოდ ერთი კაფსულა.

 დიარეის შემთხვევებში, მისი გამომწვევი მიზეზის
მიუხედავად.

 რეკომენდებულია ანტიბიოტიკებით მკურნალობის
პროცესში და მის შემდეგ.

 მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავური
მიკროფლორის რეგულირებაში

 რეგულარული მონელებისა და მომნელებელი ტრაქტის
ფუნქციონირებისთვის.

 გამოიყენება პრევენციის მიზნითაც (მგზავრობის წინ).

 ანთებითი ნაწლავური პრობლემების შემთხვევაში

დოზირება და მოხმარება:
ზრდასრულები და 3 წლის ზემოთ ბავშვები: დღეში 1 კაფსულა.

საკვები პროდუქტის უკეთესი ეფექტურობისთვის, რეკომენდებულია კაფსულების მიღება ანტიბიოტიკების დალევიდან მინიმუმ სამ საათში. პროდუქტის მიღება შესაძლებელია ჭამამდე და ჭამის შემდეგაც (საკვებთან რეაქციაში არ შედის). შესაძლოა, კაფსულა გაიხსნას, მისი შიგთავსი განზავდეს მცირე ოდენობის წყალსა ან სხვა სასმელში.

შენიშვნა: რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს. საკვები დანამატები არ ანაცვლებს ნორმალურ და დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების სტილს. პროდუქტი რეაქციაში არ შედის საკვებთან.

გაფრთხილება:რომელიმე კომპონენტის აუტანლობის შემთხვევაში პროდუქტის გამოყენება აკრძალულია. ორსულმა და მეძუძურმა დედებმა მის მიღებამდე უნდა გაიარონ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ ნუ მოიხმართ პროდუქტს.

შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და ბნელ ადგილას. 25° C ტემპერატურამდე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა: 2 წელი.

შეფუთვა: 6 კაფსულა x 481.5 მგ.

მწარმოებელი:წარმოებულიაESENSA d.o.o.-სთვის, ვილინე ვოდეს ქ. ნომრის გარეშე. ბელგრადის თავისუფალი ზონა, სერბეთის რესპუბლიკა.

EsenBak kolik 0+ ესენბაკ კოლიკ პრობიოტური წვეთები 0+ – 10 მლ

პრობიოტური წვეთები დაპატენტებული ბაქტერიის 2 სახეობით 3.00 x 1011 CFU/g კონცენტრაციით

 განკუთვნილია ჩვილებისა და მცირეწლოვნებისთვის
მონელების პრობლემების დროს (სპაზმები,
ტკივილი,მეტეორიზმი, გაზები)
 დიარეის შემთხვევაში (მგზავრობის დროს დიარეა, დიარეა
ანტიბიოტიკებით მკურნალობის პროცესში და მის შემდგომ

შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტი:AB-COL-S პრობიოტური სახეობები
Pediococcuspentosaceus CECT 8330.
Bifidobacteriumlongum CECT 7894.
რა არის ესენბაკ კოლიკის პრობიოტური წვეთები 0+ და რისთვისაა განკუთვნილი?

ესენ ბაკ კოლიკ პრობიოტური წვეთები 0+ ორი კონკრეტული პრობიოტური სახეობის გულდასმით შერჩეულ კომბინაციას წარმოადგენს. ეს სახეობები ჩვილის მომნელებელი ტრაქტის პრობიოტიკების იდენტურია. ორივე პრობიოტიკი სასარგებლო გავლენას ახდენს ჩვილის ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ამცირებს მტკივნეულ სპაზმებს. შებერილობას და პატარა პირველ თვეებში ბევრს აღარ ტირის. ესენბაკ კოლიკ პრობიოტური წვეთები 0+-ის ორკვირიანი გამოყენების შემდგომ სპაზმებით გამოწვეული ჭირვეულობა შემცირდა 67%-ით .

პრობიოტიკების ტიპები: Pediococcus pentosaceus და Bifidobacterium longum მიეკუთვნება გრამ-დადებითი ბაქტერიების ჯგუფს. რომლებიც ააქტივებენ ფერმენტებს, ხელს უწყობენ შაქრის ფერმენტაციის პროცესს.რის შედეგადაც წარმოიქმნება საბოლოო პროდუქტი რძემჟავა. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას, მათი ეფექტურობა შენარჩუნებულია 95%-ით. ერთობლივი ეფექტით კი, ეს ბაქტერიები ხელს უშლის ნაწლავური ფლორის დარღვევას.

როგორც ჰომოფერმენტული სახეობები, ისინი არ გამოიმუშავებენ ნაშირბადის დიოქსიდს და ეთანოლს ფერმენტაციის პროცესში. Pediococcus და Bifidobacterium კუჭის მჟავიანობის ეფექტისადმი რეზისტენტობით გამოირჩევიან. აქვთ ანტაგონისტური მოქმედება პათოგენურ ბაქტერიებზე .

Pediococcus pentosaceus ხასიათდება IL-10. ანთების საწინააღმდეგო ციტოკინის გამომუშავების სტიმულირებით, რაც მას მნიშვნელოვან ბუნებრივი დამცავ ფაქტორად აქცევს.

Bifidobacterium longum წარმოადგენს დედის რძეში შემავალ სახეობას და პირველ მიკრობს, რომელიც ჩვილის მომნელებელ ტრაქტში ბინადრობს. ეს ძალიან სასარგებლო პრობიოტიკები ხელს უშლიან მავნე ბაქტერიების ზრდას და აძლიერებენ იმუნურ სისტემას.

როდის არის რეკომენდებული ესენბაკ კოლიკ პრობიოტური წვეთები 0+ -ის გამოყენება:
კუჭ-ნაწილავის ტრაქტში მიკროორგანიზმების ჩამოყალიბება დაბადებისთანავე იწყება. ამაზე გავლენას ახდენს დაბადების პროცესი (საკეისრო კვეთა), საკვები (დედის რძე ან ხელოვნური რძე). ბუნებრივი მიკროორგანიზმების მცირე რაოდენობის გამო, ჩვილს მონელება უჭირს. ესენბაკ კოლიკ პრობიოტური წვეთები 0+ -ის მუდმივი გამოყენება არეგულირებს მჟავურ ბალანსს, რაც საჭიროა ნაწლავური ენზიმების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

დოზა და გამოყენება:
ჩვილები და მცირეწლოვნები: 15 წვეთი დღეში, დღეში ერთხელ კვებისგან დამოუკიდებლად.
წვეთების მიღება შესაძლებელია ცალკე, ან საკვებსა თუ სასმელში გარევის გზით (წყალი, ჩაი, წვენი, რძე).
ნუ ჩაასხამთ ცხელ სითხეებში. ფლაკონი შეანჯღრიეთ გამოყენებამდე, ვიდრე ნალექი არ გაიფანტება. ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს, რეკომენდებულია მისი მიღება ანტიბიოტიკის დალევამდე 2 საათით ადრე ან დალევის შემდეგ 2 საათში.

შენიშვნები:
რეკომენდებული დღიური დოზის გადამეტება არ უნდა მოხდეს.
საკვები დანამატები მრავალფეროვანი და ბალანსირებული
დიეტის შემცვლელად არ გამოიყენება.
ზეთოვნება ბუნებრივი ინგრედიენტებითაა გამოწვეული.

გაფრთხილება: პროდუქტი არ უნდა მიიღონ მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებმა.

შენახვის წესები:
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და ბნელ ადგილას. 25° C ტემპერატურამდე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდგომ პროდუქტი ვარგისია 30 დღის განმავლობაში.
შესაძლებელია მისი ოთახის ტემპერატურაზე შენახვა.

შეფუთვა: 10 მლ.

ვარგისიანობა: 2წელი.

პროდუქტი რეგისტრირებულია სერბეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნომრით: 7906/2015, 2016 წლის 13 იანვარს.

მწარმოებელი:წარმოებულია ESENSA d.o.o.-სთვის, ვილინე ვოდეს ქ. ნომრის გარეშე. ბელგრადის თავისუფალი ზონა, სერბეთის რესპუბლიკა

www.esensa.rs

CYSTIOP ცისტოპი შტოშის ექსტრაქტი C ვიტამინით # 30

ცისტოპი
(ბუნებრივი ანტიბიოტიკი)

ცისტოპი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საშარდე სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და მისი ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას. შტოშის ხილის ექსტრაქტი მდიდარია C ვიტამინით, სასარგებლო მინერალებით და პოლიფენოლებით. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ოლიგომერულ პროანტოციანიდინებს (OPC), რომლებიც ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიების მიმაგრებას შარდსადენის, შარდის ბუშტის და შარდსაწვეთების კედლებზე. ამგვარად, ოლიგომერული პროანტოციანიდინები (OPC) აფერხებენ საშარდე გზებში ბაქტერიების კოლონიზაციას. პოლიფენოლები კი ზღუდავენ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ამით იცავენ უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან და ანეიტრალებენ ანთებით პროცესებს.C ვიტამინი ეხმარება იმუნურ სისტემას სათანადო ფუნქციონირებაში,ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით, აგრეთვე იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო რეგენერაციული მოქმედებით; აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის ნორმალური რეგულაციისთვის. უზრუნველყოფს ანტიმიკრობულ დაცვას.
ჩვენებები: პიელონეფრიტი,ცისტიტი,ურეთრიტი,მორეციდივე საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა.
ანტიბაქტერიული თერაპიის შემდეგ ამცირებს საშარდე გზების ინფექციების რეციდივის წარმოქმნის რისკს.
შემცველობა: შტოშის ხილის ექსტრაქტი (Vaccinum macrocarpon) ,C ვიტამინი.შემავსებელი ნივთიერება: ცელულოზა; შეცხობის საწინააღმდეგო აგენტები: ცხიმმჟავების მაგნიუმის მარილები, სილიკონის დიოქსიდი.
პროდუქტის მისაღებ დოზაში შემავალი საკვები ნივთიერებები:
კომპონენტი შემცველობა 1 ტაბლეტში: დღიური დოზის პროცენტული ღირებულება:
Vaccinummacrocarpon 200 მგ -
Cვიტამინი 20 მგ 25%

დოზირება და მოხმარების წესი: მიიღეთ 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში, წყალთან ერთად, საკვების მიღებასთან დამოუკიდებლად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას - დღეში 2 ტაბლეტს.
გაფრთხილება. საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად.
შენახვის პირობები. შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
შეფუთვა: 30 ტაბლეტი (2 ბლისტერი, თითო შეიცავს 15 ტაბლეტს). ნეტო: 10,3 გ.
მწარმოებელი: Biofaktor Sp. z o.o., ul. Czysta 4, 96-100სკიერნიევიცე, პოლონეთი.
დამზადებულია კავაფარმას დაკვეთით. დისტრიბუტორი საქართველოში:შპს ,,KAVAPHARMA”
მისამართი: თბილისი ტაშკენტის 14 ბ 5.